სიახლეები
„ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერა თუშეთში“ პროექტის დახურვის ღონისძიება
31 ოქტომბერი, 2018
2018 წლის 30 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - "ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერა თუშეთში" დახურვის ღონისძიება გამართა.
შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა ეკატერინე მესხრიკაძემ და საქართველოში ჩეხეთისრესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირი პრესლიკმა.
პროექტი "ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერა თუშეთში" 2015 წელს დაიწყო და სამი ძირითადი მიმართულებით განვითარდა:
- თუშური მატყლის წარმოების განვითარება: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანი თუშური მატყლის პარსვა/დამუშავება;
- კარტოფილის და ბოსტნეული კულტურების წარმოების გაუმჯობესება მიწის რაციონალურად გამოყენებით;
- ფერმერთა დამატებითი ეკონომიკური საქმიანობების განვითარება მცირე გრანტებისა და საგანმანათლებლო საქმიანობების მეშვეობით.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის განხორციელების არეალში შემავალი სოფლების ბენეფიციარები დაესწრნენ.