GEO ENG

სიახლეები

''ჰერეთობა-2018

1 ოქტომბერი, 2018

30 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა-2018“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ამ დღის აღსანიშნავად, ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული საშემოდგომო კუთხეები. ადგილობრივ მეწარმეთა მიერ მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ქართული ღვინის დაგემოვნება. ასევე, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ფოტო გამოფენა და გაიმართა შემეცნებითი აქტივობები, გამარჯვებული კონკურსანტები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა საზეიმოდ დააჯილდოვა.
საღამო გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.
„ჰერეთობა-2018“-ს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia