GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

1 ოქტომბერი, 2018

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პირველკურსელებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა -ირაკლი ქადაგიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა - ირმა შიოშვილმა მიულოცეს.
უნივერსიტეტის მიღწევებსა და პერსპექტივებზე პირველკურსელებს პროფესორ-მასწავლებლებიც ესაუბრნენ.
საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციითა და პირველკურსელებისათვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia