GEO ENG

სიახლეები

სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

10 აგვისტო, 2018

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მხარის გუბერნატორის - ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს დამატებით განსახორციელებელი პროექტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, კახეთის რეგიონში შემავალი მუნციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, მერები და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia