GEO ENG

სიახლეები

10 წელი აგვისტოს ომიდან

8 აგვისტო, 2018

დღეს,2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივები შეიკრიბნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა.
გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia