GEO ENG

სიახლეები

აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია თელავში

24 ივლისი, 2018

პირველი აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 18-დან 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიღებას იწყებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოქალაქეები ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში მიიღებიან.
24 ივლისს, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აქტიური საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნეკახეთის რეგიონი. რადიო "ჰერეთი"რამაზ სამხარაძე 595 21 22 14. მედიაცენტრი კახეთი - მაია მამულაშვილი 593 26 45 33 ; გაზეთი სპექტრი - მაია ყალაბეგაშვილი 551 25 50 52; სააგენტო - რეგინფო - გელა მთივლიშვილი 577 52 88 08; ტელეკომპანია - თანამგზავრი - ენრი კობახიძე - 593 22 68 44; ტელეკომპანია გურჯაანი - თამრიკო აბელაშვილი 599 50 00 33; გაზეთი "ქიზიყი" - ილია მარტყოფლიშვილი - 591 97 73 21.ნ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე - გენერალი შალვა ჯაბახიძე, გენერალი - ირაკლი ჭუმბურიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.
„თავდაცვისუნარიანობის ამაღლება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ არ ვართ აგრესიულად განწყობილი ერი, მაგრამ აუცილებელია გვქონდეს მზაობა და რესურსების სწორი მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. მთავრობას გააჩნია კონკრეტული კონცეფცია და დღეს, კახეთში, გაიმართება ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ მოქალაქეს გაუღვივებს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილს და ინტერესს“ აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მხარის გუბერნატორმა.
პირველ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლამდე სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.
რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას წარმოადგენს. საერთო ჯამში აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წელიწადში ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.
საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.
ქ. თელავი თამარ მეფის ქუჩა N36 ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში.
ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76 ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia