GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორის სამუშაო ვიზიტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

27 ივნისი, 2018

26 ივნისს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მხარის გუბერნატორმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან - ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ნუგზარ პაპიაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შ.პ.ს. „მექანიზატორი“-ს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს ალოობის მიმდინარეობის პროცესი, მოისმინეს მერის წარმომადგენლებისგან, თუ რამდენად შეუფერხებლად და უდანაკარგოდ ხდება მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან მეუფე დიმიტრისთან ერთად, მხარის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა) ი.პ. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ სკოლა-ინტერნატის ბაზაზე მესამე საფეხურის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისა და სპორტდარბაზის მშენებლობის პროცესს.
დედოფლისწყაროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მხარის გუბერნატორი სოფელ არბოშიკში სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამუშაოების შესრულება მაისის თვეში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება. სოფ. არბოშიკში ახალი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ 130 ოჯახი ისარგებლებს.


სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia