GEO ENG

სიახლეები

შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში

1 ოქტომბერი, 2015

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ქალაქ სიღნაღში გამართულ სახალხო დღესასწაულს, „შემოდგომის ფესტივალი სიღნაღში“ დაესწრნენ. ღონისძიება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალი ქალაქში მერვე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათის ატარებს. ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა სპორტული ღონისძიებები, ადგილობრივი ფოლკლორულ – ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით გაიმართა კონცერტი. მოეწყო ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ კახური ტრადიციული კერძებიც .წელს, პირველად შემოდგომის ფესტივალზე, სიღნაღის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia