GEO ENG

სიახლეები

ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სტუმრად კახეთში

28 მაისი, 2018

დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და გუბერნატორის პირველმა მოადგილემ - ირაკლი შიოშვილმა, კახეთში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერსა და ბელარუსის რესპუბლიკიდან სტუმრად ჩამოსული ოფიციალური პირების დელეგაციას უმასპინძლეს.
სტუმრებმა თელავის ახლად გახსნილი ისტორიული მუზეუმი და მეფის სასახლე დაათვალიერეს. მუზეუმის ტურის დასრულების შემდეგ, საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კახეთის ეკონომიკური პოტენციალი.
თელავის ისტორიულ მუზეუმში, პრეზენტაციას მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ბელარუსის ვიცე-პრემიერი - მიხაილ რუსი და მხარის გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ.
ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობას, რომელიც მრავალ წელს ითვლის, აღფრთოვანებულმა აღნიშნა კახეთის რეგიონის შთამბეჭდავი სილამაზის შესახებ და ქართველებს 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა ჩამოსულ სტუმრებს კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.


 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia