GEO ENG

სიახლეები

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

25 აპრილი, 2018

24 აპრილს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი, კახეთის გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებიმიმდინარეობს. წყლის პროექტი 2015 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა.  გასულ წელს დაიწყო გზის პროექტი და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამორტიზებული წყლის მილების გამო, სამუშაო პროცესი ვაშლოვანის ქუჩაზეც შეფერხდა. მგფ-ში აცხადებენ, რომ ორი კვირის ვადაში მოხდება სასმელი წყლის გადართვა ახალ ქსელზე, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განახლდება.   ორივე პროექტის გაჭიანურებას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა.  არსებულ ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახეთის გუბერნატორი, გუბერნატორის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. ორივე პროექტის დასრულების ახალი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოა.განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე გაზრდილი ტურისტული ნაკადი ისარგებლებს.პროექტებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და საერთო ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia