A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(http://weather.any.ge/api.php?ids=10): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known

Filename: libraries/weather.php

Line Number: 212

სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

16 აპრილი, 2018

14 აპრილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი - ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.
2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა და ეს პროცესი გრძელდება.
მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ.
ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს.
2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia