GEO ENG

სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში

5 თებერვალი, 2018

2016 წლის 03 მარტს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საოლქო აღმასრულებელ კომიტეტსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისიტრაციას შორის გაფორმდა სავაჭრო - ეკონომიკური და სოციალურ - კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობის განვითარება რეგიონებს შორის დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა, განათლება და ჯანდაცვა, კულტურა და ხელოვნება. ასევე, თანამშრომლობის დაწყება ტურიზმის მიმართულებით. შეთანხმების განხორცილების მიზნით, საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისიტრაციასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საოლქო აღმასრულებელ კომიტეტს შორის სავაჭრო - ეკონომიკური და სოციალურ - კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრამას 2018-2019 წწ. პროგრამას ხელი მოაწერეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ პლავსკიმ.
ქ. მინსკში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად იმყოფებოდა ოფიციალურ შეხვედრაზე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი კობიაკოვთან.
ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი ასევე დაესწრო 2017 წლის ზაფხულში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის მასშტაბურ ღონისძიებაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის - დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლების - მაშველების დაჯილდოების ცერემონიას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia