GEO ENG

სიახლეები

20 იანვარს ქ. თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

22 იანვარი, 2018

20 იანვარს ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შპს „ატელიე არქიტექტს“ - მა ქ. თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ნინო გვენცაძე, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი და ქ. თელავის საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს აქტიური წარმომადგენლები.

შპს „ატელიე არქტიქტს“ -მა აუდიტორიას წარმოუდგინა ქ. თელავის სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის მონახაზი. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატრომა - ირაკლი ქადაგიშვილმა და მიტროპოლიტმა დავითმა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia