სიახლეები
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
28 დეკემბერი, 2017
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე შეაჯამეს მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, განიხილეს 2018 წლის სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.