სიახლეები
პროექტის პრეზენტაცია თელავში
8 დეკემბერი, 2017
თელავში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთში ტურიზმის განვითარებასა და DMO ( Destination management organization) ჩამოყალიბების და განვითარების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი , გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, რეგიონული პროექტევის კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები, მერიის საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის სპეციალისტები ასევე ბიზნესს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.