GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორი ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

16 ნოემბერი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის ახალგაზრდობის საქმეთა, კულტურისა და სპორტის სახელმწიფო სააგენტოს, სახელმწიფო მდივანი ქალბატონი ნურჟან ბარდინოვა, სახელმწიფო სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბაიო შეეხო რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელებას და ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას. შეხვედრას გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრა GIZ- ის ორგანიზებით „ხალგაზრდების პროექტების“ ფარგლებში გაიმართა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia