GEO ENG

სიახლეები

სამუშაო ადგილები და ახალი ინვესტიცია სოფელ კისისხევში

24 ოქტომბერი, 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შპს ,,შუხმან ვაინზ ჯორჯიას", სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის) ფარგლებში ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები,რის შედეგადაც, კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა ბიზნესი. გაფართოებული სასტუმრო და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ ეივეიდა ესწრებოდნენ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დახმარებით კომპანიას ჯამში 846, 199.89 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა მოუწესრიგა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ, კერძო კომპანიასთან ერთად, სარგებელი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობასაც, ვინაიდან, რეაბილიტირებული გზით,გამართული წყალმომარაგებითა და სანიაღვრე არხით სოფელ კისისხევის მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia