სიახლეები
სიღნაღის ეთნოგრაფიის მუზეუმი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს
18 ოქტომბერი, 2017
სიღნაღის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიციების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სიღნაღის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დაარსებიდან 70 წლის და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან გაერთიანების 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.
პრეზენტაციას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძესთან და ადგილობრივი თვითმმათღველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სიღნაღის მუზეუმი, გარდა სამუზეუმო კოლექციებისა, მასპინძლობდა სხვადასხვა ინსტიტუტებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრების გამოფენას.