GEO ENG

სიახლეები

სიღნაღში ღვინის ფესტივალი გაიმართა

15 ოქტომბერი, 2017
სიღნაღში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართა. 

ფესტივალის პროგრამის მიხედვით, საფესტივალო სვლა ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყო, სადაც ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გადმოიფინა . მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელს წარმოდგენილი ქონდა საკუთარი კუთხე, დამახასიათებელი ტრადიციული კერძებით. სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგემოვნონ კახური მწვადები, ნაზუქები, თათარა და მონაწილეობა მიეღოთ ღვინის დეგუსტაციაში. 

ფესტივალში მონაწილეობა იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულებმა სტუმრებმაც მიიღეს, რომლებმაც თავიანთ კუთხური სამზარეულო წარმოადგინეს. 

ფესტივალს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პირველ მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაესწრო. 

თვითმმართველობამ სიღნაღის საპატიო მოქალაქეებიც აირჩია. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
ღვინის ფესტივალი სიღნაღში მეათე წელია იმართება.
 
 

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia