სიახლეები
ლაგოდეხში სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“ აღინიშნა
8 ოქტომბერი, 2017
ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სხვა კულტურული ღონისძიებები.
“ჰერეთობა 2017″ -ს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი , საქართველოს პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი და გაგა კახიანი დაესწრო.
სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“ ტრადიციულად შემოდგომაზე აღინიშნება.