GEO ENG

სიახლეები

ხელოვნება შესაძლებლობებით''- პროექტის პრეზენტაცია სიღნაღში.

5 ოქტომბერი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სიღნაღში თემი "ქედელის" პროექტის " ხელოვნება შესაძლებლობებით " პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტი ,,ხელოვნება შესაძლებლობებით’’ თემის ,, ქედელის’’ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლის სექტემრიდან დღემდე ხორციელდება და მის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, გამგებლის

წარმომადგენლების დახმარებით უკვე შეირჩა და გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის (ფსიქო სოციალური საჭიროების) მქონე პირების და მათი ოჯახების საჭიროებები. პროექტის მიზანია შშმ პირთა სახელობო საქმიანობების დაუფლება, სოციალური ინტეგრაცია და მშობელთა დატრენინგებით მათი ჩართულობის გაზრდა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა იმ ხელთნაკეთი ნივთებისა და სხვადასხვა სახის სათამაშოების, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებმა თვითონ დაამზადეს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს უსასყიდლოდ გადასცეს.

ღონისძიებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia