GEO ENG

სიახლეები

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა რეგიონებში დაიწყო

13 ოქტომბერი, 2015

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა, პარლამენტის პარალელურად, რეგიონებში დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთში გაიმართა.საჯარო განხილვას დღეს ,თელავში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე - თამაზ მეჭიაური, კახეთის მხარეში სახელმწიფო-რწმუნებული გუბერნატორი - ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ალექსანდრე შათირიშვილი, ქალაქ თელავის მერი - პლატონ კალმახელიძე საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დამსწრეებმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრეს და საკუთარი მოსაზრებები და კითხვები საპარლამენტო კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საჯარო განხილვების პროექტი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით და USAID/ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia