GEO ENG

სიახლეები

ახალი მუნიციპალური სერვისი კახეთში.

4 ოქტომბერი, 2017

ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის აღსრულებისა და დამკვიდრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების თანასწორი გაძლიერების მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახი“-ს შექმნასთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მემორანდუმი გაფორმდება.
„ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი ღია სივრცე,რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივმოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოსქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„ქალთა ოთახი“-ს საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობადსაჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.
აღნიშნული სერვისი,პროექტის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ ფარგლებში,საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. დღეიდან კი „ქალთა ოთახები“ კახეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება.
მემორანდუმს, სამი მხარე, ერთის მხრივ, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, მეორეს მხრივ, „HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ რეგიონული დირექტორი, ნანა თოფურიძე და პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერი, სტეფან იოსი და ასევე „Mercy Corps“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ირაკლი ქასრაშვილი და „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერი, ჰელენ ბრადბერი მოაწერენ ხელს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia