GEO ENG

სიახლეები

სახალხო დღესასწაული ახმეტაში

1 ოქტომბერი, 2017

ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე აღინიშნა. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ,თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან,შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილთან და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანთან ერთად დაესწრო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. საგამოფენო სივრცეში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის , თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების თემატური პავილიონები .

სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ.

ასევე შს სამინისტროს იმიტირებული ქალაქის საგამოფენო სივრცეში შსს-ს საპატრულო, სასაზღვრო და დაცვის პოლიციის, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ: „112-ის კოსმოსურ ხომალდში“ მონაწილეობა მიეღოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში; შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემეცნებით-გასართობ კუთხეში, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაებარებინათ; შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ; სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაეთვალიერებინათ და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ.

დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალება ქონდათ C ჰეპატიტზე სპეციალური კვლევა ჩაიტარებინათ. მოეწყო ქართული აგრარული პროდუქციის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაც.

1 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების - ელიზბარისა და შალვას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქართველი დიდგავროვნები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ.

ღონისიება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia