სიახლეები
„პანკისობა-2017“.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით წელს პანკისის ხეობის სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე სახალხო დღესასწაული ,,პანკისობა-2017,, მაშტაბურად აღინიშნა.
ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოეწყო სპეციალური კუთხეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგრნილი იყო პროგრამა ,,უსაფრთხო ქალაქი”; ასევე წარმოდგენილი იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, 112 ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE; სახანძრო ; გდდ; აკადემია; ტირი; ექსპერტ კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი; „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ – პროექტის პრეზენტაცია; სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის ,,ვაინახური ზღაპრები” პრეზენტაცია – ავტორი მექა ხანგოშვილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოხდა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. ასევე კოქტეილები; მზარეული კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხელის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდა ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტების გაზომვა, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა; ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკოგაკვეთილები; ,,წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; ,,საბავშვო კუთხე”;
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილი იყო მობილური ექსტენციის ტრანსპორტი, სადაც წარმოდგენილი იყო 3 სპეციალისტი მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგებში.
გაიმართა შემეცნებითი - გასართობი ღონისძიებები. მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული ყველისა და თაფლის ნაირსახეობის გამოფენა. სპეციალურად აგებულ პავილიონებში სხვადასხვა სამინისტროების მიერ წარმოდგენილია საქმიანობის ამსახველი გამოფენები. მოხდა საპატიო მოქალაქეების და სპორტულ შეძიბრებებში გამარჯვებულების დაჯილდოვება,
სახალხო ზეიმზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. “პანკისობა- 2017”-ი ანსამბლი “ერისიონის” კონცერტით დასრულდა.