GEO ENG

სიახლეები

თელავში დასაქმების გამოფენა -„მომავალი შენია 2017“გაიმართა

29 სექტემბერი, 2017
პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკონტაქტების მიზნით, 29 სექტემბერს, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში, განათლების გამოფენა- „მომავალი შენია 2017 “ -გაიმართა.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ რეგიონში მოქმედი დამსაქმებელი ორგანიზაციები, რომლებთანაც სამუშაოს მაძიებლებს უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდათ.
პროექტში, რომელიც საქართველოს მასშტაბით, უპრეცენდენტოა, მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების და სამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს. პროგრამის ფარგლებში, მათ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია აკადემიური და პრაქტიკული განათლების შესახებ მიაწოდეს.
განათლების გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა მიიღეს და პრეზენტაცია გამართეს.
 
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერთან პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
განათლების გამოფენის პროექტი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტოა და თელავში უკვე მესამედ იმართება. ღონისძიება ბიბერახი-თელავის პარტნიორობის კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პატრონაჟით იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რომელიც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
 
ფონდის წარმომადგენლის, დანიელ ბირკენმაიერის ინფორმაციით, გამოფენა ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის მდგრად განვითარებასა და დახმარებას გაუწევს ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ადგილზე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia