სიახლეები
ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი კონფერენცია თელავში
29 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავში, წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
კონფერენცის მონაწილეებს სიტყვით თესაუ-ს რექტორმა, მიტროპოლიტმა, კახეთის გუბერნატორმა და სხვა სტუმრებმა მიმართეს. გამომსვლელებმა წმინდა ქეთევან დედოფლის ღვაწლის და თავდადების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენციის მოხსენებათა თემები წმინდა დედოფლის ბიოგრაფიას, კახეთის სამეფოს ტრაგედიას, უცხოურ წყაროებს და სხვა თემატიკას შეეხებოდა.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს, ექვსი თვით, ჩამოაბრძანეს.