GEO ENG

სიახლეები

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2017

 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულების 24 წლისთავთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ ვეტერანთა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
დიდების მემორიალთან გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თელავის მერის მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილი და საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia