GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15 სექტემბერი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან  გია გერგიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანის დაწყებით სკოლაში ჩავიდა  და მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ზეგაანის დაწყებით სკოლაში სულ 24 მოსწავლეა, აქედან ოთხი  პირველკლასელი. სკოლა წლების განმავლობაში ავარიული იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი ფერხდებოდა.

 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა. მოეწყო საკლასო ოთახები , მოხდა სკოლის  გაზიფიცირება.მოეწყო სველი წერტილები  და ცენტრალური გათბობა.

2013-2017   წლებში კახეთის რეგიონში180 საჯარო სკოლა და ორი  პროფესიული სასწავლებელის რეაბილიტაცია მოხდა.  აშენდა ორი საჯარო სკოლაის შენობა.

მნიშვნელოვანი ინფრსტრუქტურული პროექტები განხორციელდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. მოხდა 200 -ზე მეტი  საბავშო ბაღის რეაბილიტაცია.  აშენდა 5 ხოლო  მშენებლობის პროცესშია 2 საბავშო ბაღის შენობა.

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia