GEO ENG

სიახლეები

სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულა.
ბოდბისხევში საბავშვო ბაღი ბოლო 40 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. ამ დროისთვის ბაღი გამგეობის მიერ დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებს. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის შენობა ექნება. პროექტის ღირებულება 367 500 ლარია.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia