სიახლეები
კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა კეთდება
21 აგვისტო, 2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათავლიერეს. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიატცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და შემოდგოიმდან ადგილობრივები ახალი გზით შეძლებენ სარგებლობას.