GEO ENG

სიახლეები

''თუშეთობა 2017''

14 აგვისტო, 2017
სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაული მეცხვარის დღე - ,,თუშეთობა 2017" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი მშვილდოსნობაში და დოღში. მოეწყო თუშური სამზარეულოსა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია. ფაცხებში სტუმრებს საშუალება ქონდათ ენახათ და მონაწილეობა მიეღოთ, ტრადიციულ თუშურ ღონისძიებებში. დაეგემოვნებინათ თუშური ლუდი, ხინკალი, მწვადი, გუდის ყველი და კახური შოთები. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების და თუშური ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა ასევე მოწვეულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა,
 
ღონისძიებსა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო და თუშ მეცხვარეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს "თუშეთობა" მიულოცა.
 
დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ივლისის ან აგვისტოს თვეში ყოველწლიურად აღინიშნება.
 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia