სიახლეები
პროექტის პრეზენტაცია „ქედელში“
7 აგვისტო, 2017
სიღნაღის მუნიციპალიტეტის „სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირ ქედელში“,,სოციალური საწარმოს გაძლიერება – თემის მდგრადობის უზრუნველყოფისათვის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ „სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირ ქედელს“ სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუშავებლად ტრაქტორი შეუძინა.
პრეზენტაციას ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ორგანიზაციის ბენეფიციარებთან ერთად, თემი „ქედელის“ სახელოსნოები და მეურნეობები დაათვალიერეს.