სიახლეები
მირზაანში ტრადიციული სახალხო ზეიმი ფიროსმანობა აღინიშნა
12 ოქტომბერი, 2015
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში სახალხო დღესასწაული ,,ფიროსმანობა” აღინიშნა.კულტურული ღონისძიებები სოფელში 12 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში სპეციალურად დამზადებული და შერჩეული ხალხური რეწვის საუკეთესო ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სტუმრებს კახური სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ.
ფიროსმანის მშობლიურ სოფელში დღესასწაულს ადგიულობრივ ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად პრემიერ მინისტრის ოჯახი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.