GEO ENG

სიახლეები

ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტი გაიხსნა

5 აგვისტო, 2017

ფოლკლორული ფესტივალი ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის გახსნით დაიწყო. ძეგლი საზეიმოდ, კახეთისა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორებმა გახსნეს. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას სიმბოლურად ერეკლე მეორის პორტრეტი უსახსოვრა. ქართლ–კახეთის მეფის ერეკლე მეორის საპატივსაცემოდ მიძღვნილ ღონისძიებებს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში სტუმრებს საშუალება ქონდათ სამცხე–ჯავახეთის სამზარეულოს დაგემოვნებათ. მოეწყო ადგილობრივების მიერ დამზადებული სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia