სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და თელავის მერიამ მემორანდუმი გააფორმა
თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
⤵ქალაქ თელავის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.
⤵აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ თანამშრომლობას, რაც ითვალისწინებს ქ. თელავში რუსთაველის გამზირი N11-ში მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრის განთავსებასა და მოწყობას. ასევე რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირებისა და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
გაიმართა შეხვედრა სსიპ შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენელთან მომავალი ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.
ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენელი მართა თაბუკაშვილი ესწრებოდნენ.