სიახლეები
გუბერნატორის სამუშაო ვიზიტი ახმეტაში
3 აგვისტო, 2017
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული--გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მუნიციპალიტეტებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში , გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველთან და გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე გუბერნატორმა დეტალურად ისაუბრა მაღალმთიან რეგიონში სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივის შექმნის აუცილებლობაზე და იმ სიკეთეებზე რასაც სახელმწიფო ამ პროგრამის ფარგლებში სთავაზობთ მათ. სამუშაო ვიზიტის პარალელურად ირაკლი ქადაგიშვილი მოქალქეებსაც შეხვდა.