სიახლეები
გუბერნატორის სამუშაო ვიზიტი სიღნაღში
25 ივლისი, 2017
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული--გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი , გუბერნატორის აპარატის უფროს ნინო უტიაშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს მალხაზ ჭრელაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრების ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. გუბერნატორმა გამგეობის თანამშრომლებისგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა. სამუშაო ვიზიტის პარალელურად ირაკლი ქადაგიშვილი მოქალქეებს შეხვდა.