GEO ENG

სიახლეები

ფოდაანში და ქვემო ნაშოვარში საგზაო საამუშაოები დასრულდა

25 ივლისი, 2017

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოდაანში და სოფელ ქვემო ნაშოვარში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ორივე სოფელში გზის სარეაბილიტაციო საამუშაოები.ბოლო 20 წელია არ ჩატარებულა, რის გამოც გზაზე ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. პროექტის მიხედვით სოფელ ფონაში 577 გრძივი მეტრი და სოფელ ქვემო ნაშოვარში 1640 გრძივი მეტრი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული. პროექტის საერთო ღირებულება 470 820 ლარია. ახლად რეაბილიტირებული გზით საშუალოდ 500 -მდე მოსახლე ისარგებლებს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia