GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილის სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხში

20 ივლისი, 2017

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა--გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, აპარატის უფროსთან ნინო უტიაშვილთან, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ბენო გეგეჭკორთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან მალხაზ ჭრელაშვილთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სამუშაო შეხვედრას რეგიონის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. სამუშაო ფორმატის ფარგლებში გუბერნატორმა ლაგოდეხში მოქალაქეთა მიღებაც გამართა. რეგიონის პირველ პირს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით 20-მდე მოქალაქე შეხვდა. კახეთის გუბერნატორი აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia