GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორი დედოფლისწყაროში კოლეჯ„აისის“ განყოფილებას ესტუმრა

12 ივლისი, 2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს გამგებელთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან , გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს მალხაზ ჭრელაშვილთან ერთად , დედოფლისწყაროში საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ განყოფილებას ესტუმრა და პედაგოგებს გაესაუბრა. კოლეჯში სადაც 128 მოსწავლე სწავლობს 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ამჟამად სასწავლო კორპუსი არის თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. დედოფლისწყაროს მუნიხიპალიტეში ძირითადად განვითარებული არის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. აქედან გამომდინარე სასწავლებელი ამზადებდა შემდეგ სპეციალისტებს: ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტს, ელექტრიკოსს, ტრაქტორისტ-მემანქანეს,კალატოზს ,ექთნის თანაშემწეს ,თექის ხელოსანს და სხვა. სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia