GEO ENG

სიახლეები

კახეთში 1880 დაზიანებულ სახლს სახურავები შეუცვალეს

14 ოქტომბერი, 2015

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამაშუკელმა რეგიონის გუბერნატორთან ირაკლი შიოლაშვილთან ერთად აგვისტო-სექტემბრის თვეებში კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ანგარიში დღეს მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს.ბრიფინგის შემდეგ გიორგი ამაშუკელმა და ირაკლი შიოლაშვილმა დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
ლაგოდეხის, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ 1880 საცხოვრებელ სახლზე თუნუქის/შიფერის გარდა, გამოიცვალა სახურავის ხის კონსტრუქციებიც.
აქედან 1235 სახლის სახურავი ნაწილობრივ, ხოლო 645 სახლი სრულად გადაიხურა. სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia