GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „თელავთან“

12 ივლისი, 2017

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი , თელავის მერთან პლატონ კალმახელიძესთან , მერის მოადგილესთან თენგიზ მთვარელიშვილთან და გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორთან ერთად „ნადიკვარის“ პარკში საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ხელმძღვანელებსა და ბიზნესმენებს შორის გაიმართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაესწრო. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ხელმძღვანელობამ დამსწრე საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა გააცნო და კლუბის დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო ხუთწლიანი პროექტი წარადგინა. გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ფეხბურთის განვითარება მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლუბს წარმატებები უსურვა. „ ფეხბურთის განვითარება მნიშვნელობანია არამარტო თელავისთვის არამედ მთვილანად კახეთის რეგიონისთვის. გამოვთქვამ სურვილს და მზადყოფნას, რომ თელავს და მთლიანად კახეთის რეგიონს ჰყავდეს , ძლიერი და წარმატებული გუნდები,“ - აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის დასარულს საფეხბურთო კლუბი „თელავის“ ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia