GEO ENG

სიახლეები

დედოფლისწყაროში ევდოშვილის და სამხედრო ქუჩაზე გზის საფარი იგება

7 ივლისი, 2017

გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ქალაქ დედოფლისწყაროში ევდოშვილის და სამხედრო ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში ევდოშვილის 973 გრ. მ და სამხედრო ქუჩის 307გრ.მ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და ღირებულება ჯამში 252 017 ლარს მოიცავს.
გზის რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ორივე პროექტი თვეს ბოლოს დასრულდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia