serialize error! სიახლეები » კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორი სოფელ სამრეკლოში.

6 ივლისი, 2017

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბენო გეგეჭკორთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურს უფროს მალხაზ ჭრელაშვილთან ერთად. სოფელ სამრეკლოში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ სამრეკლოში ე.წ მეორე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულებულდა გზის მოხრეშვითი სამუშაოები და დაიწყება 1728 გრ.მ ასფალტის საფარის დაგება .
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 601387 ლარი იხარჯება. შედეგად 1000 მეტი ადამიანი უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia