GEO ENG

სიახლეები

თელავში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომა გაიმართა.

5 ივლისი, 2017

კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურების შესახებ საბჭოს სხდომა გაიმართა.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი-ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა სხდომის მონაწილეებს ორი წლის განმავლობაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რაიონებში განხორციელებული პროექტები გააცნო და გაწეული სამუშაოები შეაჯამა.
შეხვედრაზე იმსჯელეს და განიხილეს რეგიონში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და განსაზღვრეს საქმიანობის შემდგომი ნაბიჯებიც.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო აქტივობებში. დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მიღწეულ შედეგებზე ვიმსჯელეთ და სამომავლოდაც არაერთი ნაბიჯი გადაიდგმება ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვიმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, სახალხო დამცველის წარმომადგენლები იზაბელა ოსიპოვა და კობა ჩოფლიან, ადგილობრივი თვითმმართველობის და კახეთში რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
ეთნიკური უმცირესობების საბჭო, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატრის ადმინისტრაციაში 2016 წელს შეიქმნა და განახლებული ფორმატით კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით შეიკრიბა. საბჭოს მორიგი სხდომა 6 თვის შემდეგ გაიმართება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia