GEO ENG

სიახლეები

ალოობა 2017

1 ივლისი, 2017

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის., კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან , სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილთან და შპს „მექანიზატორის“ გენერალურ დირექტორ პაატა შეყელაძესთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში ქერის მოსავლის აღებას დაესწრო.
შირაქის ველზე, სოფელ სამრეკლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ჰექტარზე ქერის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ 5 კომბაინი ახორციელებს. „შირაქის ველზე დაიწყო ალოობა, პირველ რიგში ქერის მოსავლის დაბინავება მიმდინარეობს. მაღალი მოსავალი არის, პირველ რიგში ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი თუმცა მთავარი ფაქტორი ისიც არის, რომ შპს „ მექანიზატორის“ ტექნიკა მუშაობს გამართულად , კარგად ორგანიზებულია ალოობის პროცესი და იმედი გვაქვს ყველა ფერმერი დროულად მიიღებს მექანიზაციას, კომბაინს და მოსავალი უდანაკარგოდ იქნება გამოტანილი მინდვრიდან. “, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა წელს კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ დაგეგმილი აქვს დაახლოებით 30 000-დან 35 000-მდე ჰექტარზე თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 74 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, აქედან, გურჯაანის სერვისცენტრში - 45, ხოლო დედოფლისწყაროს სერვისცენტრში - 29 ერთეული.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia