GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორის ადმინისტრაცის გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა

29 ივნისი, 2017

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცის გუნდმა მიზანში ტყვიის სროლაში პირველი ადგილი მოიპოვა და ტურნირის თასის მფლობელი გახდა.
შეჯიბრი დღეს, თელავში თამაზ ანთიძის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ იუსტიციის სახლი, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერია, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო , კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა , თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო და კახეთის ენერგო დისტრიბუცია.
გუნდური პირველი ადგილი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციამ მოიპოვა
II ადგილი თელავის იუსტიციის სახლმა
III ადგილი თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიკავა.
ქალთა შორის I ადგილი - კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ლეილა ლეგაშვილმა დაიკავა, II ადგილი -სოფიო ძამუკაშვილმა, III ადგილი - ნინო ასანაშვილმა
კაცები: I ადგილი - ვანო გაგნიძე , II ადგილი -გიგა მამუკელაშვილი
III ადგილი- გიორგი სოსებაშვილი
პირველი ადგილის მფლობელ გუნდს სამახსოვრო თასი, ცალკეულ გამარჯვებულებს კი მედლები და სიგელები გადაეცათ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia