სიახლეები
თელავში ''ავერსის'' კლინიკა გაიხსნა
27 ივნისი, 2017
დღეს თელავში "ავერსის" კლინიკა გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით. ფუნქციონირებს ღია ტიპის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რომელიც საქართველოში პირველია. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.
ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.