GEO ENG

სიახლეები

კახეთის და კეიპის რეგიონებს შორის შეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა

22 ივნისი, 2017

კახეთის რეგიონს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპის ღვინის რეგიონს შორის ურთიერთთანამშომლობის შეთანხმების დოკუმენტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შედგა. შეთანხმების დოკუმენტს კეიპის ღვინის რეგიონის აღმასრულებელმა მერმა - ჰელენ ვონ შლიხტმა ცალმხრივად მოაწერა ხელი. უკვე საქართველოში დოკუმენტს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი მოაწერს ხელს. კახეთის და კეიპის რეგიონებს შორის ურთიერთობებს დიდი ხანია ჩაეყარა საფუძველი. უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს მეღვინეების გაცვლითი პროგრამა, ასევე რაგბის სფეროში თანამშრომლობა, დაწყებულია დიალოგი თელავის უნივერსიტეტსა და სტელებოშის უნივერსიტეტს შორის ღვინის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე. კახეთის გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შუწყობს, არა მხოლოდ კახეთისა და კეიპის ღვინის რეგიონებს შორის კავშირების განვითარებას, არამედ სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე სამხრეთ აფრიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia